ნებისმიერი პროფესიონალი ბარისტასთვის ან თუნდაც ყავის მოყვარული ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აქსესუარების სრული კომპლექტის ქონას. იდეალური კაპუჩინოს, ლატეს ან ნებისმიერი სხვა რძიანი სასმელის მოსამზადებლად აუციელებელია პიტჩერის ქონა, რომლის დახმარებითაც სწორად ამოიყვანთ რძეს და ამასთან შესაძლებლობა გექნებათ ლატე არტითაც დაკავდეთ.
დე’ლონგის პიტჩერი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის უჟანგავი მეტალისაგან. მისი დახმარებით რძის ამოყვანის პროცესი ბევრად უფრო მარტივი ხდება. თხელი კედლები საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ რძის ტემტეპერატურა, ხოლო ჭურჭლის განსაკუთრებული ფორმა ამ პროცესს დამწყებთათვისაც კი სასიამოვნოს ხდის. 500 მლ მოცულობის პიტჩერში შეგიძლიათ ერთდრიულად 2 ლატესთვის ან კაპუჩინოსთვის ამოიყვანოთ რძე. მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელში რძე მაქსიმუმ ნახევრამდე უნდა იყოს ჩასხმული.
Reviews
There are no reviews yet.