DeLonghi EPAM 960.75.GLM

Brands

8 075.00

ყავის აპარატი De’longhi Maestosa 960.75 GLM – ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების, მოქნილი მენიუსა და სმარტფონიდან მართვის შესაძლებლობის ერთობლიობა. აპარატი ამზადებს ესპრესოს, ამერიკანოს, კაპუჩინოს, ლატეს, ცხელ შოკოლადს, რომლისთვისაც ცალკე კონტეინერი მოყვება, და სხვა სასმელებს. ყავის სიმაგრის, ტემპერატურის, მოცულობისა და სხვა პარამეტრების რეგულირება თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ. შეინახეთ სასურველი რეცეპტები პროფილში და მეორედ დასარეგულირებლად დროს აღარ დაკარგავთ.
ამ მოდელს აქვს ყავის მარცვლის ორგანყოფილებიანი კონტეინერი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ერთდროულად ორი სხვადასხვა სორტის ყავა გამოიყენოთ. ფქვის კონტროლის ელექტრონული სისტემა Adaptive Grinding ზუსტად არეგულირებს ფქვის დონეს. კაპუჩინატორისა და დაპატენტებულის სისტემის LatteCrema System წყალობით, თქვენ მარტივად მოიმზადებთ რძიან სასმელებს ესპრესოსა და რძის იდეალური პროპორციებით, ხოლო სისტემა Auto Clean დაგეხმარებათ ავტომატურად გაწმინდოთ რძის მომწოდებელი სისტემა.
ერთოდულად შეგიძლიათ მოამზადოთ არამხოლოდ 2 ჭიქა ესპრესო, არამედ 2 ჭიქა რძიანი სასმელიც!
ყავის აპარატი აღჭურვილია 5 დუიმიანი TFT ეკრანით. ეკრანზეა გამოტანილი ყველა სასმელი თავისი გამოსახულებით და დამწყებთათვისაც ადვილია ამ აპარატის გამოყენება.
DeLonghi Maestosa EPAM 960.75 GLM-ს ადვილად ეხსნება სახარშავი ბლოკი, წყლის რეზერვუარი, წვეთების პადონი და შეგიძლიათ ისინი გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხოთ.

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.