როგორ გავხადოთ ყავის სმა მაქსიმალურად ეფექტური?

ხუთი წესი, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალური ენერგიის მიღებას სასმელიდან.

ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის, რომ მწვანე ჩაი შეიცავს ბევრად მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა დილას იწყებს ყავით და ბედნიერები არიან, რომ ის ეხმარებათ გამოფხიზლებაში, მობილიზებაში და დატვირთული სამუშაო დღისთვის მზადებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ყავას ყოველთვის არ შეუძლია ჩვენი დახმარება და ეს ჩვენი არასწორი მოხმარების ბრალია. მოგიყვებით, თუ როგორ მიირთვათ ყავა ისე, რომ მისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და ამასთანავე არ იმოქმედოს ცუდად ჯანმრთელობაზე.

ნუ მიირთმევთ ყავას გაღვიძებისთანავე, მოიცადეთ 15 წუთი მაინც.

გაიხსენეთ, მიუხედავად იმისა თუ რამდენი ხანი გეძინათ, გაღვიძებისას ყოველთვის გინდათ ცოტა ხნით ისევ დაიძინოთ. ამ მდგომარეობას „ძილის ინერციას“ უწოდებენ და გრძელდება დაახლოებით 15 წუთის მანძილზე. ასე რომ, თუ ამ დროს თქვენ მიირთმევთ ყავას – დიდი ალბათობით ის თქვენზე არ იმოქმედებს და შესაბამისად თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი მიირთვათ მეორე ფინჯანიც გამოსაფხიზლებლად. თქვენ კი უკვე იცით, რომ დიდი რაოდენობით კოფეინი კარგ შედეგამდე ვერ მიგიყვანთ.

გააკეთეთ შესვენებები ყავის მიღებიდან-მიღებამდე.

ერთბაშად რამოდენიმე ფინჯანი ყავის მირთმევას აზრი არა აქვს. საქმე იმაშია, რომ კოფეინს სჭირდება გარკვეული დრო სანამ ის გააქტიურდება თქვენს ორგანიზმში. მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ ზედმეტი დოზით ყავას

ოთხას გრამიანი მოცულობის ყავა შეიცავს დაახლოებით ორას მილიგრამ კოფეინს. გასაგებია, რომ ეს ციფრი თქვენ არაფერს არ გეუბნებათ, მაგრამ დაგვიჯერეთ – თქვენი ორგანიზმისთვის ეს დოზა საკმარისზე მეტია. დროთა განმავლობაში ასეთი რაოდენობით ყავის მიღება გამოწვევს ჰაერის უკმარისობას, მოუსვენრობას და შეჩვევას.

გააოცეთ თქვენი ორგანიზმი

თუ ყავას მიირთმევთ რეგულარულად, მაშინ მისი ეფექტურობა ნულისკენ მიიწევს. ყოველ დილით მირთმეული ყავა ორგანიზმს ვეღარ ააქტიურებს და მისგან კოფეინის ვერანაირ ეფექტს ვერ იღებთ. რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში? უარი თქვით ყავაზე საუზმისას, სადილის ან ვახშმის დროს და მიირთვით მხოლოდ მაშინ, როცა მართლაც ძალიან გსურთ გამოფხიზლება. ასეთ შემთხვევაში კოფეინის ეფექტი იქნება შესანიშნავი. მისი მოქმედების ქვეშ მარტივია კონცენტრაციის მოხდენა და მეხსიერებასაც კი საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.

აკონტროლეთ კოფეინის რაოდენობა

როგორც ცნობილია, კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა. სხვა სასმელებში მისი რაოდენობა უფრო მეტია. მაგალითად – მწვანე ჩაი, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლაზე და სხვადასხვა ენერგეტიკულ სასმელებზე. ასე რომ, თუ თქვენ ხშირად სვამთ ენერგეტიკულ სასმელებს ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მწვანე ჩაის ჭიქას, მაშინ ყავის მატონიზირებელ ეფექტს ორგანიზმი ვეღარ აღიქვამს. როგორც ამბობენ, ზედმეტი არაფერია სასარგებლო, მათ შორის არც კოფეინი.

1 კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • კალათაში არ არის პროდუქცია