4 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ყავა:

1. ყავა გინაჩუნებთ ახალგაზრდობას. მართლაც, ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლის დაბერებას. იმისთვის რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულათ და ჯანმრთელად დღეში უნდა მიირთვათ 1-2 ჭიქა ყავა.
2. ყავა კვებავს ტვინს. დაგვეთანხმებით, რომ ყავა აფხიზლებს და გეხმარებათ ფიქრში. კოფეინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამ გზით, დადებითად მოქმედებს თქვენს შრომისუნარიანობაზე. უმჯობესდება ყურადღება და ჩქარდება ინფორმაციის დამუშავების პროცესები. გერმანელმა მკვლევარებმა მიიღეს დასკვნა, რომ ტვინის პროდუქტიულობა 10%-ით იზრდება ყავის დახმარებით.
3. ყავა გათავისუფლებთ სტრესისგან. ყავის არომატი გეხმაებათ სტრესთან გამკლავებაში, რომელიც შეიძლება უძილობით იყოს გამოწვეული. გერმანელმა და იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოხალული ყავის სურნელი ცვლის თავის ტვინში ცილების წარმოებას. ეს კი თავისთავად, ადამიანსმეხმარება სტრესის დაძლევაში.
4. ყავა ასუსტებს. პირველ რიგში, ყავა ამცირებს მადას. გარდა ამისა, ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად, ბრაზილიელ სპეციალისტები გვირჩევენ – ყავა არ დალიოთ, არამედ შეიზილოთ. საკმარისია ერთი თვის მანძილზე, დღეში ორჯერ – პრობლემურ ადგილებზე შეიზილოთ ყავის ნარევი და რამოდენიმე ხნის შემდეგ წელის და ბარძაყის გარშემოწერილობა შემცირდება. ეს მოხდა ქალების 80%-ში, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • კალათაში არ არის პროდუქცია