როგორ შევინახოთ ყავა

ახალ დაფქული ყავის არომატის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია, შესაძლებელია მისი დაკარგვის შენელება. თუ თქვენ ყიდულობთ ახალ დაფქულ ყავას და მალევე სვამთ, მაშინ ყავის გემოს ცვლილებას თითქმის ვერც შეამჩნევთ. არსებობს რამოდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ ყავის არომატის გახანგრძლივებაში.
1. შეინახეთ ყავა ჰერმეტულ კონტეინერში.
თუ შეფუთვის ხელმეორედ შეკვრაა შესაძლებელი, მაშინ დარწმუნდით რომ ის მჭიდროდაა დალუქული და ჰაერი არ შედის. თუ არა, საჭიროა მისი გადატანა სპეციალურ პლასტმასის ან სხვა შეფუთვაში, სადაც თავსახური კარგად დაეფარება და ჰაერს არ გაატარებს.
2. შეინახეთ ყავა ბნელ ადგილას.
მზის სხივების ზემოქმედებისას, ყავა სწრაფად კარგავს არომატს. თუ თქვენ ინახავთ ყავის მარცვლებს გამჭვირვალე კონტეინერში, მაშინ უმჯობესია ის ჩადოთ მუყაოს ყუთში.
3. არ შეინახოთ ყავა მაცივარში.
ეს ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ სიმადვილეში არ ახანგრძლივებს ყავის არომატს. გარდა ამისა, შესაძლებელია რომ ყავაზე სხვა პროდუქტის სურნელი გადავიდეს.
4. არ შეინახოთ ყავა ტენიან გარემოში.
თუ არ გაქვთ შესაძლებლობა რომ შეინახოთ მარცვლები ჰერმეტულ კონტეინერში, მაშინ ეცადეთ რომ ისეთ ადგილას მაინც შეინახოთ, სადაც მინიმალური იქნება ჰაერის ტენიანობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

  • კალათაში არ არის პროდუქცია